ქალაქი თბილისი , ქუჩა პუშკინი , N 17 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა დიუმა , N 30
Decision
- Decision number
- 6241785
- Decision date
- 8 December 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბი წიკლაური
- Developer (company ID)
- 204526968
Parcel
- Cadastral code
- 01.18.03.018.068
- Owner
- მენაშენეთა ამხანაგობა''პუშკინის 17'' (204526968)
- Area
- 953 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.03.018.068Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1936631
- Status
- Approved
- Registered
- 30 November 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 December 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 30 ნოემბერს №AR1936631 განცხადებით მომართა ზურაბი წიკლაურმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანებით, №01.18.03.018.068 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 2357.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2324.2 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 868.8 კვ.მ-ის ნაცვლად 858.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 121.8 კვ.მ-ის ნაცვლად 87.5 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 613.3 კვ.მ-ის ნაცვლად 438.4 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 20.9 კვ.მ-ის ნაცვლად 129.8 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 3981.9 კვ.მ-ის ნაცვლად 3838.5 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 3838.5 კვ.მ., საოფისე ფართობად 2324.2 კვ.მ., კომერციულ ფართობად 858.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 87.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 438.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად 129.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა, +22.56 ნიშნულისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით (პდფ ფაილის 1-8 გვერდები). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5941669 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 December 2022Decision6241785 - Granted
- 6 December 2022City answer
- 6 December 2022Files uploaded
- 30 November 2022Files uploaded
- 30 November 2022Files uploaded
Documents
Drawings and project files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal