OpenCAD
Rejected

Address unknown

AR1938655Construction permitOther use8 December 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6260333
Decision date
22 December 2022
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თამაზ ზანდარაშვილი
Developer (company ID)
404870118

Parcel

Cadastral code
01.01.841
Owner
შპს ჯეომილ (404870118)

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

Document

Number
AR1938655
Status
Rejected
Registered
8 December 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 December 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 08 დეკემბერს №AR1938655 განცხადებით მომართა თამაზ ზანდარაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანებით, დადგენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, 2022 წლის 06 ნოემბერს №AR1932644 განცხადება დარჩა განუხილველი. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელს სურს ცვლილება შევიდეს სამსახურის 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანებაში. კერძოდ, განმარტავს, რომ მიიღო ცარიელი ფურცელი და სამსახურის პასუხში არ ფიქსირდება ტექსტური ნაწილი. შესაბამისად, ითხოვს, სამსახურის 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანების სატიტულო ინფორმაციის შედეგის ველში „განუხილველი“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს „შუალედური“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 06 ნოემბრის №AR1932644 განცხადებით მოთხოვნილ იქნა რკინიგზის რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. სამსახურმა განიხილა აღნიშნული საკითხი და სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6201732 და 2022 წლის 01 დეკემბრის №6229762 ბრძანებებით დადგენილ იქნა გარკვეული სახის ხარვეზები, რომლის გამოსწორებისთვის განმცხადებელს განესაზღვრა შესაბამისი ვადა. სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6229762 ბრძანებით დადგენილი ხარვეზის შემდგომ (რომელსაც განმცხადებელი გაეცნო იმავე დღეს - 2022 წლის 01 დეკემბერს) განმცხადებელმა №AR1932644 განცხადება შემოაბრუნა 2022 წლის 01 დეკემბერს. ვინაიდან, განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი, სამსახურის 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანებით 2022 წლის 06 ნოემბრის №AR1932644 განცხადება განუხილველი დარჩა. ამასთან, სამსახური განმარტავს, რომ სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6201732 და 2022 წლის 01 დეკემბრის №6229762 ბრძანებებში, ასევე, 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანებაში სრულად ფიქსირდება ტექსტური ნაწილი. აღსანიშნავია, რომ განმცხადებლის მიერ წინამდებარე განცხადებაზე "ფაილის მიმაგრების“ ველში წარმოდგენილ იქნა მიერ ხელმოწერილი განცხადება და აღნიშნული არ წარმოადგენს სამსახურის მიერ 2022 წლის 06 ნოემბრის №AR1932644 განცხადებაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც აღინიშნა სამსახურის 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანებით განუხილველი დარჩა 2022 წლის 06 ნოემბრის №AR1932644 განცხადება ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო. ამასთან, დგინდება, რომ სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6201732 და 2022 წლის 01 დეკემბრის №6229762 ბრძანებები, ასევე, 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანება მოიცავს შესაბამის ტექსტურ ნაწილს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს სამსახურის 2022 წლის 07 დეკემბრის №6232166 ბრძანებაში არც ცვლილების შეტანის და არც ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივი საფუძველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 December 2022Decision6260333 - Refused
  3. 8 December 2022Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal