OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩუბინიძე , N 22 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ჩუბინიძე , N 24

AR1939010Construction permitOther use9 December 2022- Avlabari
Sign in to follow

Decision

Decision number
6270483
Decision date
29 December 2022
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ივანე გოგოლაძე
Developer (company ID)
405505608

Parcel

Cadastral code
01.17.01.027.032
Owner
შპს "საინვესტიციო კომპანია თბილისი" (402099322)
Area
892 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1939010
Status
Rejected
Registered
9 December 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 December 2022City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 09 დეკემბერს №AR1939010 განცხადებით მომართა ივანე გოგოლაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №5991726 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №4716741 ბრძანებით №01.17.01.027.019 და №01.17.01.027.004 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2019 წლის 20 ნოემბრის №4741629 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №4716741 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და დაფიქსირდა ახალი საკადასტრო კოდი: №01.17.01.027.032, ფართობი 892 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №4716741 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს დაემატა ახალი საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. სამსახურის 2020 წლის 08 ივლისის №5015489 ბრძანებით №01.17.01.027.032 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №5991726 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №4716741 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად სასტუმროს ნაცვლად დაფიქსირდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, აღარ არსებობს სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №5991726 ბრძანების შესაბამისად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვის გაცემის ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, განმარტავს, რომ სურს ძალაში დარჩეს სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №4716741 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, რომელიც დამტკიცებულია სასტუმროს მშენებლობის მიზნით. როგორც ზემოთ აღინიშნა სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №5991726 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №4716741 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და სასტუმროს ნაცვლად დაფიქსირდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, ამ ეტაპზე განმცხადებელს სურს კვლავ სასტუმროს მშენებლობა, საჭიროა, არა სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №5991726 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება, არამედ, სამსახურის 2019 წლის 18 ოქტომბრის №4716741 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების შეტანა და საპროექტო ობიექტად კვლავ სასტუმროს დაფიქსირება (რაზეც, სამსახური კონკრეტული ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე იმსჯელებს). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №5991726 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 December 2022Decision6270483 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal