ქალაქი თბილისი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა, N 40
Decision
- Decision number
- 6253930
- Decision date
- 16 December 2022
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ ჯინჭარაძე
- Developer (company ID)
- 405551353
Parcel
- Cadastral code
- 01.10.07.007.175
- Owner
- შპს "ჯიდი +" (438731990)
- Area
- 13,918 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.07.007.175Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1939219
- Status
- Approved
- Registered
- 12 December 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 December 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 12 დეკემბერს №AR1939219 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებაში ცვლილების შეტანა სპორტული მოედნის ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა №40-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.07.007.175), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (E1; E-2 ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5970961 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2022 წლის 02 დეკემბრის №6230582 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა: 19640.1 კვ.მ., საერთო ფართობად: 30639.6 კვ.მ. განმცხადებელი ამჯერად ითხოვს სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, სპორტული მოედნის ფართობის (3569.6 კვ.მ.) ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებას და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებას. შესაბამისად, საერთო ფართობი 30639.6 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 27070.0 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის: №882022767667, მომზადების თარიღი: 24/10/2022 წ.) თანახმად, №01.10.07.007.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ინნ დეველოპმენტი+“ (ს/ნ: 405551353). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22132457; მომზადების თარიღი: 20/10/2022 15:07:00 წ.) შპს „ინნ დეველოპმენტი+“-ის (ს/ნ: 405551353) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზვიად ნოზაძე. სამსახურში 2022 წლის 24 ნოემბრის №AR1935664 განცხადებაზე წარმოდგენილია შპს „ინნ დეველოპმენტი+“-ის დირექტორის ზვიად ნოზაძის (პ/ნ: 01006002981) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 221626414, რეგისტრაციის თარიღი: 29.11.2022 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება. ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას სპორტული მოედნის ფართობი: 3569.6 კვ.მ., საერთო ფართობად დაფიქსირდეს: 27070.0 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: სპორტული მოედნის ფართობი: 569.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 მაისის №5960194 და 2022 წლის 02 დეკემბრის №6230582 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 December 2022Decision6253930 - Granted
- 15 December 2022City answer
- 15 December 2022Files uploaded
- 12 December 2022Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal