ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა N125ა
Decision
- Decision number
- 6277122
- Decision date
- 9 January 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ქევანიშვილი
- Developer (company ID)
- 405374982
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.025.249
- Owner
- შპს სვეტი ნუცუბიძე ( 204487910)
- Area
- 2,439 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.025.249Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1939253
- Status
- Approved
- Registered
- 12 December 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 January 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 12 დეკემბერს №AR1939253 განცხადებით მომართა გიორგი ქევანიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქ. №125ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.02.025.249), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალადგილიანი ავტოსადგომის (სექტორი 4) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 აპრილიდან 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 28 იანვრის №5780556 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ოპტიმა“-ს (ს/ნ: 405160819) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“ (ს/ნ: 405374982). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გეგმებზე მოხდა ავტოსადგომების დანომრვა და ფართობების დაზუსტება. კერძოდ, განმცხადებელს სურს ავტოსადგომების ფართობად 1860.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1835.9 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ავტოსადგომების ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი, არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ავტოსადგომების ფართობების და ნუმერაციის დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ავტოსადგომების ფართობების გასწორებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 1873.7 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1873.7 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 1835.9 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებით შეთანხმებული -3.1 და -6.2 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 აპრილის №5368086 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 January 2023Decision6277122 - Granted
- 30 December 2022City answer
- 30 December 2022Files uploaded
- 28 December 2022City answer
- 28 December 2022Files uploaded
- 12 December 2022Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal