OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N38 ; ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N40

AR1939350Construction permitOther use13 December 2022
Sign in to follow

Decision

Decision number
6256765
Decision date
20 December 2022
Outcome
Granted
Construction period
8 November 2022 – 8 February 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ქავთარაძე
Developer (company ID)
400143233

Parcel

Cadastral code
01.13.01.018.717
Owner
შპს "ბესთ ბილდერ ინტერნეშენალ კომპანი BEST BUILDER INTERNATIONAL COMPANY" (400096926)
Area
983 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1939350
Status
Approved
Registered
13 December 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 December 2022City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 13 დეკემბერს №AR1939350 განცხადებით მომართა დავით ქავთარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №6171439 ბრძანებით შეთანხმდა №01.13.01.018.717 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2022 წლის 16 ნოემბრის №6211397 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №6171439 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 2881.2 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 1544 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №6171439 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა, +22.80 ნიშნულის და სახურავის გეგმებისა) ჩანაცვლდა №AR1931212 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ „მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილის“ ველში არასწორად იქნა ატვირთული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი. წარმოდგენილი და შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 21 ოქტომბრის №AR1929937 განცხადებით სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №6171439 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამასთან, განმცხადებლის მიერ 2022 წლის 21 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა №01.13.01.018.717 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი, რომელშიც მითითებული იყო საპროექტო შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული და განსახორციელებელი სამუშაოები სრულად. სამსახურის მიერ აღნიშნული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი დახარვეზდა და განმცხადებელს ეცნობა, რომ მოენიშნა მხოლოდ უკვე ნაწარმოები სამუშაოები. აღნიშნულის შემდგომ განმცხადებლის მიერ განახლებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილ იქნა 2022 წლის 01 ნოემბერს. სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად „მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილის“ ველში არასწორად იქნა ატვირთული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი, რამაც განაპირობა სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებაში ეტაპების და მშენებლობის ვადის არასწორად დაფიქსირება. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებაში და: 1.1.ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 08 ნოემბრიდან 2024 წლის 08 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 1.2. ბრძანების მე-3 პუნქტში პირველი, მეორე და მესამე ქვეპუნქტების ნაცვლად დაფიქსირდეს შემდეგი შინაარსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 ქვეპუნქტები: „1) ძირითადი კარკასის მონტაჟი +6.30 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 2) ძირითადი კარკასის მონტაჟი +16.20 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 3) ძირითადი კარკასის მონტაჟი +22.80 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); 4) შენობის სახურავის მოწყობა,შენობის არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 5) შენობის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი; 6) გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულება, ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; 7) ტერიტორიის კეთილმოწყობა; სამშენებლო ნარჩენების გატანა.“. 2. №AR1929937 განცხადების „მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის pdf ფაილის“ ველში ატვირთული დოკუმენტაცია ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე „ფაილი მიამაგრეთ სურვილის შემთხვევაში“ ველში ატვირთული მშენებლობის ორგანიზების პროექტით და კალენდარული გრაფიკით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 ნოემბრის №6198229 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 December 2022Decision6256765 - Granted
  3. 12 December 2022Files uploaded

Documents

Other files1

  • ტერევერკო. მოპი დაკორექტირებული.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal