ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , II და III მიკრო/რაიონს შორის , (ნაკვეთი 06/071)
Decision
- Decision number
- 6258677
- Decision date
- 21 December 2022
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლუკა ჩაგანავა
- Developer (company ID)
- 402042730
Parcel
- Cadastral code
- 01.10.08.006.642
- Owner
- შპს "მწვანე დიღომი 2022" (402042730)
- Area
- 2,803 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.08.006.642Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Transport
- Sub-zone
- tz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Transport zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1939744
- Status
- Not reviewed
- Registered
- 14 December 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 December 2022City answer
2022 წლის 14 დეკემბრის №AR1939744 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 14 დეკემბერს №AR1939744 განცხადებით მომართა ლუკა ჩაგანავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214496 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214496 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, II და III მიკრო/რაიონს შორის, (ნაკვეთი 06/071)-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.08.006.642), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 02 დეკემბრის №6233650 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 02 დეკემბრიდან 2025 წლის 02 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214496 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 7054.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 7051.2 კვ.მ., კომერციული ფართობი: 161.0 კვ.მ-ის ნაცვლად 175.8 კვ.მ. საზაფხულო ფართობი: 1316.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1315.9 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი 2376.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3056.4 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ გეგმებზე დატანილი საცხოვრებელი ფართობის ჯამური მაჩვენებელი და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებელი ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამასთან, საცხოვრებელ ფართობებში შეყვანილია კოლონების ფართები. აღნიშნული ფართობი დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, კოლონების ფართობის გარეშე. გარდა ამისა, წარმოდგენილი გეგმებით, იცვლება კომერციული ფართობი, რაც იწვევს დაკავებულობის ზრდას. აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. გარდა ამისა, ავტოსადგომის ფართობში არ უნდა იქნას შეყვანილი კოლონების და შახტების, ასევე პანდუსების ფართები. საჭიროა, ავტოსადგომის გეგმებზე განსხვავებული ფერით იქნას მონიშნული ის ფართები, რომლებიც შედის ავტოსადგომების ფართში. გარდა ამისა, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. აქვე, განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, კომერციულ, ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214496 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები, ფართობების გასწორებით, გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 14 დეკემბრის №AR1939744 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 December 2022Decision6258677 - Other
- 14 December 2022Files uploaded
Documents
Other files1
- გაერთიანებული_ხარვეზზე.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal