ქალაქი თბილისი, სოლომონ ზალდასტანიშვილის ქუჩა, N 26
Applicant
- Name
- მიხეილ კუჭავა
- Developer (company ID)
- 205333469
Parcel
- Cadastral code
- 01.15.05.004.092
- Owner
- ე.ს. ამხანაგობა "მთაწმინდა რეზიდენსი" (205333469)
- Area
- 2,009 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.05.004.092Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1939844
- Status
- Interim decision
- Registered
- 14 December 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Waiting on
- the applicant
- since 27 December 2022 (1,427 days)
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 December 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2022 წლის 14 დეკემბრის №AR1939844 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2022 წლის 24 ნოემბრის №6222054 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6261034 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ არ არის გამოსწორებული დადგენილი ხარვეზები, კერძოდ საცხოვრებელ ფართობებში ნაწილობრივ ისევ შეყვანილია კოლონების ფართობები (მაგ. მე-2 ბლოკი, მე-3 სართული, ბინა №8). ამასთან, ზოგიერთ ბინაზე ფართობები დატანილია მეტობით (მაგ. მე-2 ბლოკი, მე-4 სართ, ბინა №11 რეალურად არის 161.8 კვ.მ. და არა 164.3 კვ.მ., როგორც გეგმაზეა დაფიქსირებული). გაითვალისწინეთ, რომ საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა საცხოვრებელ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სამსახურის 2022 წლის 24 ნოემბრის №6222054 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) გეგმები გასწორებული საცხოვრებელი ფართობების დატანით. ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6261034 ბრძანებას გაეცანით 2022 წლის 23 დეკემბერს, ხოლო სამსახურს განმეორებით მომართეთ 25 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 29 (ოცდაცხრა) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 29 (ოცდაცხრა) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2022 წლის 14 დეკემბრის №AR1939844 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 December 2022City answer
- 14 December 2022Files uploaded
Documents
Other files1
- gegma.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal