ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთი, ცოტნე დადიანის ქუჩა, N 21; ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთი, ცოტნე დადიანის ქუჩა, N 23, ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთი, ცოტნე დადიანის ქუჩა N23-ის მიმდებარედ
Applicant
- Name
- შალვა ომანაძე
- Developer (company ID)
- 405321619
Parcel
- Cadastral code
- 01.20.01.022.017
- Owner
- სააქციო საზოგადოება "თიბისი ლიზინგი" (205016560)
- Area
- 664 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.20.01.022.017Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1940935
- Status
- Approved
- Registered
- 22 December 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 December 2022City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 22 დეკემბერს №AR1940935 განცხადებით მომართა შალვა ომანაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებით №01.20.01.022.017 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მაღაზიის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 18 ივლისიდან 2023 წლის 18 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ ბრძანებაში მშენებლობის ეტაპები არ არის დაფიქსირებული 2022 წლის 31 მაისის №AR1901400 განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 31 მაისის №AR1901400 განცხადებაზე მოთხოვნილ იქნა მაღაზიის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის კალენდარული გრაფიკი, რომელშიც განსახორციელებელი სამუშაოები განსაზღვრულია ორ (2) ეტაპად. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. თუმცა, სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად ორი (2) ეტაპის ნაცვლად მითითებულ იქნა 06 (ექვსი) ეტაპი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-4 პუნქტში პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ქვეპუნქტების ნაცვლად დაფიქსირდეს შემდეგი შინაარსის პირველი და მე-2 ქვეპუნქტები: „1. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან, შენობა-ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა, არამზიდი კონსტრუქციის მოწყობა, შენობა-ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა. 2. შენობა-ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №5994467 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 December 2022Files uploaded
Documents
Other files1
- kalendaruli grafiki.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal