ქალაქი თბილისი , ქუჩა აბაშვილი , N 7
Decision
- Decision number
- 6282567
- Decision date
- 12 January 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ოსეფაიშვილი
- Developer (company ID)
- 208179095
Parcel
- Cadastral code
- 01.19.19.004.008
- Owner
- შპს ''იმპელ დეველოპმენტ'' (208179095)
- Area
- 14,313 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 22 October 2026
Plots and zoning
- 01.19.19.004.008Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1941233
- Status
- Approved
- Registered
- 26 December 2022
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 17 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 January 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 26 დეკემბერს №AR1941233 განცხადებით მომართა გიორგი ოსეფაიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებით №01.19.19.004.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკის II რიგის მე-5 ეტაპში არასწორად არის მითითებული შენობა-ნაგებობის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული სამუშაოების მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკიდან ამოღებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 07 ოქტომბერს №AR1924992 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.19.19.004.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებლის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუძე-საძირკვლებისა და სხვა ძირითადი კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო შეფასება, რომლიდანაც დგინდება, რომ შენობა საძირკვლის მონოლითური რკ/ბეტონის წიბოვანი ფილით ფუძნდება. თუმცა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკში ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად დაფიქსირდა შენობა-ნაგებობის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები. ამასთან, სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანების მე-4 პუნქტში (მშენებლობის ეტაპები) შენობა-ნაგებობის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები ასევე, არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოები, შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა 0.000 ნიშნულამდე, შენობა-ნაგებობის 0.000 ნიშნულიდან ყოველ 7 მეტრ სიმაღლეზე (სართულების ჯერადად) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა.“ 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკით (pdf ფაილის მე-17 ფურცელი). 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6251358 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 January 2023Decision6282567 - Granted
- 10 January 2023City answer
- 10 January 2023Files uploaded
- 10 January 2023Files uploaded
- 26 December 2022Files uploaded
Documents
Other files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal