OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბაქრაძის , N 7 ; ქალაქი თბილისი , დასახლება ვაშლიჯვარი , მარშალ გელოვანის გამზირი , N 1 ; ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , რესტორან "ვენეცია"-სთან , (ნაკვ. 25/45) ; ქალაქი თბილისი , მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ავტოტექმომსახურების სადგურის მიმდებარედ (ნაკვეთის წინა 25/9); ქალაქი თბილისი , მარშალ გელოვანის გამზირი N27

AR1942518Construction permitOther use30 December 2022- Vashlijvari
Sign in to follow

Decision

Decision number
6304804
Decision date
30 January 2023
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ავთანდილ მახარობლიშვილი
Organization
22200
Developer (company ID)
405535693

Parcel

Cadastral code
01.10.10.025.094
Owner
შპს "ემკვადრატის პარკი" (405116716)
Area
13,507 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1942518
Status
Not reviewed
Registered
30 December 2022
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
31 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 January 2023City answer

    2022 წლის 30 დეკემბრის №AR1942518 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 30 დეკემბერს №AR1942518 განცხადებით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 21 მაისის №5411635 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 21 მაისის №5411635 ბრძანებით №01.10.10.025.094 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 21 მაისიდან 2023 წლის 21 მაისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 21 მაისის №5411635 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, კომერციულ ფართობად 2559.01 კვ.მ-ის ნაცვლად 2588.68 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4390.49 კვ.მ-ის ნაცვლად 4360.82 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 6643.71 კვ.მ-ის ნაცვლად 6643.73 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ კომერციულ და შიდა ავტოსადგომების ფართობებში შეყვანილია კოლონების და შახტების ფართობები. ასევე, გეგმებზე მითითებული კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამური მაჩვენებელი არ ემთხვევა მოთხოვნის ტექსტში მითითებულ კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობის ჯამურ მაჩვენებელს. ასევე, დგინდება, რომ შიდა ავტოსადგომების ფართობში შეყვანილია ღია ავტოსადგომების ფართობი. განგიმარტავთ, რომ ღია ავტოსადგომები არ შედის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, შესაბამისად ავტოსადგომისა და საერთო ფართობში. თუმცა, შესაძლებელია მისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. ამასთან, კომერციული, კიბის უჯრედის და სადარბაზოს და შიდა ავტოსადგომების ფართობის გასწორება იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას. ასევე, საჭიროა განცხადება დაარეგისტრიროთ ,,ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში’’ ნომენკლატურით. რისთვისაც ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა კომერციულ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, შიდა ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, ღია ავტოსადგომების ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.2.წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 21 მაისის №5411635 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური (გეგმარების შეცვლის გარეშე) მხოლოდ ის არქიტექტურული გეგმები, რომლებზეც ზუსტდება ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. 1.3. განცხადება დაარეგისტრიროს ,,ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში’’ ნომენკლატურით. 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 30 დეკემბრის №AR1942518 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 30 January 2023Decision6304804 - Other

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal