ქალაქი თბილისი , ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, მშენებარე კომპლექსის მიმდებარედ , ნაკვ.10/005 ; ქალაქი თბილისი , რუსთავის გზატკეცილზე, ქარხანა "ელექტროავტომატი"-ს მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 6307496
- Decision date
- 31 January 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ ნადირაძე
- Developer (company ID)
- 405401747
Parcel
- Cadastral code
- 01.18.10.003.079
- Owner
- შპს "ჯდ კაპიტალი" (405401747)
- Area
- 3,839 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.10.003.079Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1942676
- Status
- Approved
- Registered
- 3 January 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 January 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 3 იანვარს №AR1942676 განცხადებით მომართა ზურაბ ნადირაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებით, №01.18.10.003.079 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 22 დეკემბრიდან 2024 წლის 1 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი კიბის-უჯრედისა და სადარბაზოს 72.9 კვ.მ. ფართობის დამატება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 195.3 კვ.მ-ის ნაცვლად 181.8 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 233.1 კვ.მ-ის ნაცვლად 225.8 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 18.0 კვ.მ-ის ნაცვლად 17.5 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 47.2 კვ.მ-ის ნაცვლად 39.6 კვ.მ-ის, საწარმოო ფართობად 289.0 კვ.მ-ის ნაცვლად 278.5 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 248.3 კვ.მ-ის ნაცვლად 228.8 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 1030.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1044.9 კვ.მ-ის დაფიქსირება. ამასთან, სამშენებლო მოცულობად 3844.3 კუბ.მ-ის ნაცვლად 5782.0 კუბ.მ-ის, 0.00 ნიშნულის ზევით: 2954.6 კუბ.მ-ის ნაცვლად 4995.2 კუბ.მ-ის, 0.00 ნიშნულის ქვევით 889.7 კუბ.მ-ის ნაცვლად 786.8 კუბ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (“პდფ” ფაილის 21,29,30,35,36) არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ (“პდფ” ფაილის 9,11,12,14,15 გვერდები) არქიტექტურულ გეგმებზე ფართობებისა და სამშენებლო მოცულობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი კიბის-უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 72.9 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს - 181.8 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 225.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 17.5 კვ.მ., სასაწყობე ფართობად - 39.6 კვ.მ., საწარმოო ფართობად - 278.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 228.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 1044.9 კვ.მ., სამშენებლო მოცულობად - 5782.0 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ზევით: - 4995.2 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ქვევით - 786.8 კუბ.მ. 2. სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (“პდფ” ფაილის 21,29,30,35,36) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით (“პდფ” ფაილის 9,11,12,14,15 გვერდები). 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6260909 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 31 January 2023Decision6307496 - Granted
- 29 January 2023City answer
- 29 January 2023Files uploaded
- 19 January 2023City answer
Documents
Reports and surveys1
- = გეგმები და ანგარიშები.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal