OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა გოგოლი , N 8 (ყოფილი გოგოლის N44/46)

AR1943079Construction permitOther use6 January 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6304618
Decision date
30 January 2023
Outcome
Other
Construction period
25 May 2022 – 25 April 2023
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ეკა ედიშერაშვილი
Developer (company ID)
202909059

Parcel

Cadastral code
01.16.01.008.015
Owner
თეა ბუბუტეიშვილი (P/N: *********48)
Area
2,098 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1943079
Status
Not reviewed
Registered
6 January 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
24 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 January 2023City answer

    2023 წლის 06 იანვრის №AR1943079 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 06 იანვარს №AR1943079 განცხადებით მომართა ეკა ედიშერაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანებით №01.16.01.008.015 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საავადმყოფოს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს „რეკონსტრუქცია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404450018). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს „რეკონსტრუქცია“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404450018) ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს „რუბიკონი-1“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202909059) დაფიქსრებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022763171; მომზადების თარიღი: 21/10/2022 წ., 11:19:01) №01.16.01.008.015 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „რუბიკონი-1“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202909059). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22148909; მომზადების თარიღი: 24/11/2022 წ.) შპს „რუბიკონი-1“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202909059) უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ოთარ ბერიშვილი. შესაბამისად არ დგინდება განმცხადებლის ეკა ედიშერაშვილის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის საფუძველზე, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შპს „რუბიკონი-1“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202909059) დირექტორის - ოთარ ბერიშვილის მიერ განმცხადებლის - ეკა ედიშერაშვილის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 06 იანვრის №AR1943079 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 30 January 2023Decision6304618 - Other
  3. 6 January 2023Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal