OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ცაცხვების VII შესახვევი, N 15

AR1943364Construction permitOther use9 January 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6306053
Decision date
31 January 2023
Outcome
Granted
Construction period
21 December 2022 – 21 December 2025
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა ნუცუბიძე
Developer (company ID)
405582472

Parcel

Cadastral code
01.10.18.009.119
Owner
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
Area
741 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1943364
Status
Approved
Registered
9 January 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
22 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 January 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 09 იანვარს №AR1943364 განაცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანებით ქ. თბილისში, ცაცხვების VII შესახვევი, №15-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.18.009.119), სამსახურის 2022 წლის 12 დეკემბრის №6245589 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 21 დეკემბრიდან 2025 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ბათია ჯანაძე (პ/ნ: 60001139827). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - ბათია ჯანაძის (პ/ნ: 60001139827) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ლისი ფიჭვები“-ს (ს/ნ: 405582472) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის: №882023008982, მომზადების თარიღი: 12/01/2023 წ.) თანახმად, №01.10.18.009.119 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ლისი ფიჭვები“-ს (ს/ნ: 405582472) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22153395; მომზადების თარიღი: 02/12/2022 წ.) შპს „ლისი ფიჭვები“-ს (ს/ნ: 405582472) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბათია ჯანაძე (პ/ნ: 60001139827). სამსახურში წარმოდგენილია, ბათია ჯანაძის (პ/ნ: 60001139827) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 230012337, რეგისტრაციის თარიღი: 09.01.2023 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო, მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.18.009.119 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლისი ფიჭვები“ (ს/ნ: 405582472), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ლისი ფიჭვები“-ს (ს/ნ: 405582472) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანებაში და დამკვეთად ბათია ჯანაძის (პ/ნ: 60001139827) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ლისი ფიჭვები“ (ს/ნ: 405582472). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257893 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 31 January 2023Decision6306053 - Granted
  3. 9 January 2023Files uploaded

Documents

Other files1

  • ცვლილებაზე დანართი 1.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal