ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31
Decision
- Decision number
- 6285915
- Decision date
- 16 January 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მაზიაშვილი
- Developer (company ID)
- 430042937
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.036.152
- Owner
- თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
- Area
- 2,500 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.036.152Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1943424
- Status
- Approved
- Registered
- 10 January 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 January 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 10 იანვარს №AR1943424 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.036.152), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 27 დეკემბრიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელს სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს 25 ღია ავტოსადგომის ფართობი - 345.0 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებით შეთანხმებულ, როგორც პირველი სართულის გეგმაზე, ასევე, გენგეგმაზე დატანილია 25 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 345 კვ.მ-ს. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, 2022 წლის 28 ნოემბრის №AR1935942 განცხადებით მოთხოვნილ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო ბრძანების პირველ პუნქტში გამორჩენილ იქნა ჩანაწერი კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმების შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.036.152), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 345.0 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 January 2023Decision6285915 - Granted
- 10 January 2023Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- +0,00 ნიშნულის გეგმა და გენგეგმა შეთანხმებულის იდენტური 10,01,2023.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal