ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩა, N 31
Decision
- Decision number
- 6290357
- Decision date
- 18 January 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ჭუმბურიძე
- Developer (company ID)
- 404571511
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.040.039
- Owner
- სონა მამუჩაშვილი (P/N: *********04)
- Area
- 1,000 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.040.039Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1943780
- Status
- Approved
- Registered
- 11 January 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 January 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 იანვარს №AR1943780 განცხადებით მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩა №31-ში მდებარე №01.72.14.040.039 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 166.4 კვ.მ-ის ნაცვლად 372.8 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 268.4 კვ.მ-ის ნაცვლად 267.3 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 1731.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1936.5 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად დამუშავებული ±0.00 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ წარმოდგენილ ამავე ნიშნულის გეგმაზე ხდება ავტოსადგომის ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 372.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 267.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 1936.5 კვ.მ. 2. სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების შესაბამისად დამუშავებული ±0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 January 2023Decision6290357 - Granted
- 17 January 2023City answer
- 17 January 2023Files uploaded
- 11 January 2023Files uploaded
Documents
Other files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal