OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბაქრაძის , N 7 ; ქალაქი თბილისი , დასახლება ვაშლიჯვარი , მარშალ გელოვანის გამზირი , N 1 ; ქალაქი თბილისი , მტკვრის მარჯვენა სანაპირო , რესტორან "ვენეცია"-სთან , (ნაკვ. 25/45) ; ქალაქი თბილისი , მდ.მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ავტოტექმომსახურების სადგურის მიმდებარედ (ნაკვეთის წინა 25/9); ქალაქი თბილისი , მარშალ გელოვანის გამზირი N27

AR1945715Construction permitOther use24 January 2023- Vashlijvari
Sign in to follow

Decision

Decision number
6306225
Decision date
31 January 2023
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ავთანდილ მახარობლიშვილი
Organization
22200
Developer (company ID)
405535693

Parcel

Cadastral code
01.10.10.025.093
Owner
შპს "ემკვადრატის პარკი" (405116716)
Area
6,395 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1945715
Status
Not reviewed
Registered
24 January 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 January 2023City answer

    2023 წლის 24 იანვრის №AR1945715 განაცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 24 იანვარს №AR1945715 განაცხადით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.10.025.093 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კომერციული ფართით; სექტორი №-9 / ბლოკი №-8) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 22 ივნისიდან 2023 წლის 22 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №6048574 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 11113.29 კვ.მ-ის ნაცვლად 11113.47 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 2664.71 კვ.მ-ის ნაცვლად 3205.46 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საცხოვრებელ და შიდა ავტოსადგომების ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების ფართობები. ამასთან, შეთანხმებულ -3.300 (-3.420) ნიშნულის გეგმაზე მდებარე ყველა ავტომობილის სადგომზე შესაბამისი ზომები არ არის მითითებული, მაგ.: №01-№05 ავტომობილების სადგომებზე. ამასთან, შეთანხმებული ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირებულია გარე ავტოსადგომის 540.75 კვ.მ. ფართობი, რომელიც ამჯერად წარმოდგენილი ავტოსადგომის მაჩვენებლის მიხედვით არასწორად არის ჩათვლილი შიდა ავტოსადგომის ფართობში. გაითვალისწინეთ, რომ გარე ავტოსადგომები არ იანგარიშება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, მათ შორის ავტოსადგომისა და საერთო ფართობებში. შესაბამისად, შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე სწორად არის დაფიქსირებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ±0.000 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ზოგიერთ გარე ავტოსადგომზე არ არის ზომები სრულად (სიგრძე, სიგანე) მითითებული, მაგ.: №81, №82 გარე ავტოსადგომებზე სიგრძის მაჩვენებელი. გაითვალისწინეთ, რომ საცხოვრებელი და შიდა ავტოსადგომის ფართობების გასწორება გამოიწვევს საპროექტო შენობის სართო ფართობის ცვლილებასაც. გაითვალისწინეთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, შიდა ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ღია ავტოსადგომის ფართობთან დაკავშირებით. 1.2.წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 22 ივნისის №5457636 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) არქიტექტურული გეგმები გასწორებული საცხოვრებელი და შიდა ავტოსადგომის ფართობების დატანით. ასევე, ყველა ავტომობილის სადგომზე შესაბამისი ზომების მითითებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გასწორებული ავტოსადგომების ფართობების დატანით. 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2023 წლის 24 იანვრის №AR1945715 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 31 January 2023Decision6306225 - Other
  3. 24 January 2023Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal