ქალაქი თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, N 19
Decision
- Decision number
- 6310780
- Decision date
- 2 February 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ტურაშვილი
- Developer (company ID)
- 406236176
Parcel
- Cadastral code
- 01.19.18.006.075
- Owner
- შპს ,,ფინკე მოტორსი" (406236176)
- Area
- 4,650 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.19.18.006.075Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1945907
- Status
- Approved
- Registered
- 25 January 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 February 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 25 იანვარს №AR1945907 განცხადებით მომართა გიორგი ტურაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებით, №01.19.18.006.075 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამეურნეო და საწარმოო ობიექტების (საწყობი და მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის) მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №6207610 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, №5-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.18.006.075) საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2022 წლის 12 დეკემბრის №AR1939251 განცხადება ოფისის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანებაში „სამშენებლო განვითარების მიზნის“ ველში, ფუნქცია/დანიშნულების გრაფაში, საწყობთან ერთად მითითებული უნდა იყოს ოფისიც. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 20 ივნისის №AR1907605 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.19.18.006.075 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამეურნეო და საწარმოო ობიექტების (საწყობი და მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის) მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის „მიწის ნაკვეთზე შენობის ან/და ნაგებობის განთავსების სქემა“, საიდანაც დგინდება, რომ განმცხადებელს სურდა საწყობისა და მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისის (არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის) მშენებლობა. სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად, „სამშენებლო განვითარების მიზნის“ ველში, ფუნქცია/დანიშნულების გრაფაში დაფიქსირდა მხოლოდ საწყობი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებაში და „სამშენებლო განვითარების მიზნის“ ველში, ფუნქცია/დანიშნულების გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფუნქცია/დანიშნულება: საწყობი და მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი ოფისი (არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის)“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 7 ივლისის №6023886 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 February 2023Decision6310780 - Granted
- 25 January 2023Files uploaded
Documents
Other files1
- შეტყობინება.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal