OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31

AR1946735Construction permitOther use30 January 2023- Dighomi
Sign in to follow

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
430042937

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.152
Owner
თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
Area
2,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1946735
Status
Not reviewed
Registered
30 January 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the city's last answer
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 March 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2023 წლის 30 იანვრის №AR1946735 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას მშენებლობის ეტაპების ნაწილში. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2023 წლის 06 თებერვლის №6315473 ბრძანებით და 2023 წლის 02 მარტის №6351145 გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. კერძოდ დაგევალათ, მშენებლობის ორგანიზების პროექტის და მშენებლობის კალენდარული გრაფიკის წარმოდგენა მშენებლობის ეტაპების ურთიერთშესაბამისი ვადების დაფიქსირებით და 2022 წლის 28 ნოემბრის №AR1935942 განცხადების შემოტანის დროისთვის დარჩენილი სამუშაოების მითითებით (მხოლოდ მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპებში ნიშნულების გასწორებით) განმეორებით წარმოდგენილ განცხადებაში კვლავ გამოვლინდა ხარვეზები. კერძოდ: მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის კალენდარული გრაფიკი კვლავ არ არის გასწორებული სამსახურის 2023 წლის 06 თებერვლის №6315473 ბრძანების და 2023 წლის 02 მარტის №6351145 გადაწყვეტილების შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, არ იქნა წარმოდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული შესწორებული დოკუმენტაცია და სამსახურის მიერ რამდენჯერმე მოხდა ხარვეზების დადგენა, რომელიც განმცხადებლის მიერ არ იქნა გამოსწორებული, სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება 2023 წლის 30 იანვრის №AR1946735 განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. დამატებით გაცნობებთ, რომ ახალი განცხადების რეგისტრაციის და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური იმსჯელებს განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით და მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 14 March 2023City answer
  3. 14 March 2023Files uploaded
  4. 1 March 2023City answer
  5. 1 March 2023Files uploaded
  6. 30 January 2023Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal