OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ცინცაძე , N 12

AR1948116New constructionOther use6 February 2023- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
6317968
Decision date
8 February 2023
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მიხეილ გიორგობიანი
Developer (company ID)
205041033

Parcel

Cadastral code
01.10.17.002.022
Owner
ი.მ.ა "აქსისი პალასი" (205041033)
Area
18,787 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 20 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1948116
Status
Not reviewed
Registered
6 February 2023
Type
New construction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 February 2023Decision6317968 - Other
  2. 8 February 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ– ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია რომლის პასუხად გაცნობებთ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, სამსახურის მიზანს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება. ამავე მუხლის მე2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამსახურს, თავისი ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების თანახმად განგიმარტავთ, რომ ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახურს, კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ, განსაზღვროს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი არსებული განაშენიანების, ურბანული გარემოს, ქალაქის იერსახის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საჭიროა მოხდეს ფოტომონტაჟის განახლება და წარმოდგენილ იქნას მეტად დახვეწილი ვიზაულის სარეკლამო აბრის მოწყობა, ან ასევე შესაძლებელია მოეწყოს მომიჯნავე ფართის ფასადზე არსებულის მსგავსი, მოცულობითი ასოები. ..არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (კორპუსის) საერთო ხედის აღქმის და ამის საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას. იმისათვის, რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა წარმოადგინოთ შორი მანძილიდან, სხვადასხვა ხედიდან გადაღებული არსებული სიტუაციის ამსახველი ერთიანი ფოტომასალა (და არა ფრაგმენტალური, როგორც ეს წარმოდგენილი გაქვთ), სადაც ნათლად გამოჩნდება მთლიანი შენობის ფასადი. იმ შემთხვევაში თუ საპროექტო სამუშაოებით დაინტერესებულია მიხეილ გიორგობიანი, წარმოადგინეთ მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ფართის მიმართ, ფართით სარგებლობის ხელშეკრულება საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  3. 6 February 2023Files uploaded
  4. 6 February 2023Files uploaded
  5. 6 February 2023Files uploaded

Documents

Reports and surveys1

  • ამონაწერი გ.ბ..pdfOpen ↗

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal