OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტის , N 5 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტი , ნაკვეთი 06/034

AR1948199Construction permitOther use7 February 2023- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
6325716
Decision date
13 February 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გოჩა ახვლედიანი
Organization
12419
Developer (company ID)
400119073

Parcel

Cadastral code
01.14.06.006.159
Owner
შპს "ჩემი სახლი" (400119073)
Area
5,012 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1948199
Status
Approved
Registered
7 February 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 13 February 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 7 თებერვალს №AR1948199 განცხადებით მომართა გოჩა ახვლედიანმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა №5-ში; ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე (ნაკვეთი 06/034) მდებარე №01.14.06.006.159 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 6 თებერვლიდან 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებაში არასწორად არის დაფიქსირებული საპროექტო ტერიტორიის მისამართი და საკადასტრო კოდი, კერძოდ „ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №5; ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა (ნაკვეთი 06/034), ს/კ: №01.14.06.006.159“, ნაცვლად დაფიქსირდა „ქ. თბილისი, გიორგი დანელიას ქუჩა, N4, ს/კ: N 01.14.06.006.085“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 10 იანვრის №AR1943213 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა №5-ში; ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე (ნაკვეთი 06/034) მდებარე №01.14.06.006.159 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის კალენდარული გრაფიკი 14 თვესა და 20 დღეზე. სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში საპროექტო ტერიტორიის მისამართი, და საკადასტრო კოდი არასწორად დაფიქსირდა. სამსხურმა, ასევე დაადგინა, რომ სამსხურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებაში მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსრიდა, კერძოდ კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრული „2023 წლის 6 თებერვლიდან 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882022692547, მომზადების თარიღი: 22/09/2022 წ.) თანახმად, ზემოაღნიშნული საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი არის №01.14.06.006.159, ხოლო მისამართი - ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №5; ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა (ნაკვეთი 06/034). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა №5-ში; ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე (ნაკვეთი 06/034) მდებარე №01.14.06.006.159 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 1.2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 6 თებერვლიდან 2024 წლის 26 აპრილის ჩათვლით.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2023 წლის 6 თებერვლის №6315794 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 13 February 2023Decision6325716 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal