ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვის , N 38
Decision
- Decision number
- 6327342
- Decision date
- 14 February 2023
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით კაშია
- Developer (company ID)
- 406302923
Parcel
- Cadastral code
- 01.19.34.003.217
- Owner
- შპს ,,ისანი გარდენსი" (406302923)
- Area
- 5,100 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.34.003.217Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1948266
- Status
- Not reviewed
- Registered
- 7 February 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 February 2023City answer
2023 წლის 07 თებერვლის №AR1948266 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 07 თებერვალს №AR1948266 განცხადებით მომართა დავით კაშიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №5604747 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №5604747 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირი №38-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.34.003.217) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 21 სექტემბრიდან 2024 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №5604747 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, შეცდომით არის დატანილი ზოგიერთი ბინის ფართი. შესაბამისად, ითხოვს მხოლოდ გეგმებზე ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილ გეგმებზე დატანილ საცხოვრებელ ფართობებში შეყვანილია კოლონების და სავენტილაციო შახტების ფართები. აღნიშნული ფართობი დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, კოლონების და სავენტილაციო შახტების ფართობის გარეშე. აქვე, განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2021 წლის 21 სექტემბრის №5604747 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები, გასწორებული ფართობების დატანით, გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 07 თებერვლის №AR1948266 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 February 2023Decision6327342 - Other
- 7 February 2023Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები - ტექნიკური ხარვეზი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal