ქალაქი თბილისი, იოსებ ალავერდელის ქუჩა, N 1ა
Decision
- Decision number
- 6348411
- Decision date
- 1 March 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი მონიავა
- Developer (company ID)
- 204471561
Parcel
- Cadastral code
- 01.19.15.005.003
- Owner
- სააქციო საზოგადოება " საქართველოს ბანკი" (204378869)
- Area
- 18,487 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.19.15.005.003Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1948313
- Status
- Approved
- Registered
- 7 February 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 5
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 1 March 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 7 თებერვალს №AR1948313 განცხადებით მომართა გიორგი მონიავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებით შეთანხმდა, №01.19.15.005.003 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საამქრო/სტამბის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 7 ოქტომბრის №5628596 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 7 ოქტომბრიდან 2023 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო 358.293 კვ.მ. ფართობის დამატება და „სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (არსებული) ტექნიკურ - ეკონომიკურ“ მაჩვენებლებში საერთო ფართობად 2015.18 კვ.მ-ის ნაცვლად 2373.473 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და საზაფხულო ფართობის მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში, კერძოდ „პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში“ არ იქნა წარმოდგენილი საზაფხულო ფართობის მაჩვენებელი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აქედან გამომდინარე, ტექნიკური შეცდომა უნდა გასწორდეს „პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში“ და არა „სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (არსებული) ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში“ და საერთო ფართობად 1945.26 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 2303.553 კვ.მ. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ №01/1 შენობის 0.00 ნიშნულისა და №02/1 შენობის +0.398 ნიშნულის გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებაში და „პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში“ დაემატოს საზაფხულო 358.293 კვ.მ. ფართობი. ამასთან, „პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში“ საერთო ფართობად დაფიქსირდეს 2303.553 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებით შეთანხმებული №01/1 შენობის 0.00 ნიშნულისა და №02/1 შენობის +0.398 ნიშნულის გეგმები (მე-10 და მე-12 გვერდები) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე შენობების ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 10 ივნისის №5443488 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 1 March 2023Decision6348411 - Granted
- 27 February 2023City answer
- 26 February 2023City answer
- 26 February 2023Files uploaded
- 23 February 2023City answer
- 23 February 2023Files uploaded
- 17 February 2023City answer
- 17 February 2023Files uploaded
- 7 February 2023Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal