OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიდი ლილო

AR1949336Construction permitOther use13 February 2023- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
6328487
Decision date
15 February 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თამაზი მურვანიძე
Developer (company ID)
404857124

Parcel

Cadastral code
81.08.19.233
Owner
ბორის გამრეკელი (P/N: *********48)
Area
7,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-2
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1949336
Status
Approved
Registered
13 February 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 February 2023City answer

    ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 13 თებერვალს №AR1949336 განცხადებით მომართა თამაზი მურვანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 დეკემბრის №6248362 ბრძანებით შეთანხმდა №81.08.19.233 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 21 დეკემბრიდან 2025 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანებაში დაფიქსირებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირებულ მშენებლობის ეტაპებში მე-6 და მე-7 ეტაპად მითითებულია ერთი და იგივე სამშენებლო სამუშაოები. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 14 დეკემბრის №AR1939677 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, რომელშიც განსახორციელებელი სამუშაოების მე-6 ეტაპად მითითებულია შემდეგი სამუშაოები: 0.00, +2.4, +5.7, +9.0, +12.30 ნიშნულებზე ფილის მოწყობა (ბლოკი-„ბ“). თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანებაში მე-6 ეტაპის სამუშაოებში განმეორდა მე-7 ეტაპის სამუშაოები. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ბრძანებაში არასრულად დაფიქსირდა მე-5 ეტაპის სამუშაოებიც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მე-5 და მე-6 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5) შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულიდან ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა +3.45 და +9.69 ნიშნულებზე. ბლოკი „ა“. 6) +0.00; +2.4; +5.7; +9.0 და +12.30 ნიშნულებზე ფილის მოწყობა. ბლოკი „ბ“.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6257892 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 15 February 2023Decision6328487 - Granted
  3. 13 February 2023Files uploaded

Documents

Other files1

  • მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal