ქალაქი თბილისი , ქუჩა გოგოლი , N 8 (ყოფილი გოგოლის N44/46)
Decision
- Decision number
- 6341973
- Decision date
- 24 February 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ია ჩეხერია
- Developer (company ID)
- 202909059
Parcel
- Cadastral code
- 01.16.01.008.015
- Owner
- თეა ბუბუტეიშვილი (P/N: *********48)
- Area
- 2,098 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.16.01.008.015Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1949744
- Status
- Approved
- Registered
- 15 February 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 9 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 February 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 15 თებერვალს №AR1949744 განცხადებით მომართა ია ჩეხერიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.11.037.115 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საავადმყოფოს არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში წინამდებარე განცხადების რეგისტრაციის დღიდან და არა უშუალოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის დღიდან. განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანების, მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში, ძალადაკარგულად გამოცხადების დროს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ გაუქმდება, მათ შორის მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022763171; მომზადების თარიღი: 21/10/2022 წ., 11:19:01) №01.16.01.008.015 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „რუბიკონი-1“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202909059). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22148909; მომზადების თარიღი: 24/11/2022 წ.) შპს „რუბიკონი-1“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202909059) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ოთარ ბერიშვილი. ხოლო, მის მიერ გაცემული მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - ია ჩეხერიას უფლებამოსილება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ია ჩეხერიას 2023 წლის 15 თებერვლის №AR1949744 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №5954214 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის ნაწილში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 February 2023Decision6341973 - Granted
- 23 February 2023City answer
- 23 February 2023Files uploaded
- 15 February 2023Files uploaded
Documents
Other files1
- PHOTO-GOGOLI.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal