ქალაქი თბილისი, იური გაგარინის ქუჩა, N: 7
Decision
- Decision number
- 6364929
- Decision date
- 13 March 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მერაბ კურცხალია
- Developer (company ID)
- 405018145
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.008.021
- Owner
- სერგეი კუტიროვი (P/N: 217798024)
- Area
- 871 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.13.008.021Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1951538
- Status
- Approved
- Registered
- 24 February 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 17 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 March 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 24 თებერვალს №AR1951538 განცხადებით მომართა მერაბ კურცხალიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, იური გაგარინის ქუჩა №7-ში მდებარე №01.10.13.008.021 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 23 იანვრის №6292380 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 23 იანვრიდან 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად 49.4 კვ.მ-ის ნაცვლად 49.1 კვ.მ-ის და საერთო ფართობად 5011.1 კვ.მ-ის ნაცვლად 5010.8 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და შეცვლილი დამხმარე ფართობის მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი დამხმარე და შესაბამისად მთლიანი საპროექტო შენობის საერთო ფართობი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, -3.000 და +32.000 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ამავე ნიშნულების გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 49.1 კვ.მ., საერთო ფართობად - 5010.8 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებით შეთანხმებული -3.000 და +32.000 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 15 დეკემბრის №6250469 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 March 2023Decision6364929 - Granted
- 10 March 2023City answer
- 10 March 2023Files uploaded
- 24 February 2023Files uploaded
Documents
Consents and orders1
- ბრძანება გაგარინი 7 (1).pdfOpen ↗
Other files1
- განმარტება გაგარინი #7.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal