OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, გიორგი გეხტმანის ქუჩა, N 31

AR1951684Construction permitOther use27 February 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6386497
Decision date
27 March 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ილია მაღრაძე
Developer (company ID)
200269583

Parcel

Cadastral code
01.10.07.003.010
Owner
შპს "ბალავარი" (200269583)
Area
1,000 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1951684
Status
Approved
Registered
27 February 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
28 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 March 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 მარტის №5818776, 2022 წლის 08 ივნისის №5963962 და 2022 წლის 13 დეკემბრის №6242934 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 27 თებერვალს №AR1951684 განცხადებით მომართა ილია მაღრაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 23 მარტის №5818776, 2022 წლის 08 ივნისის №5963962 და 2022 წლის 13 დეკემბრის №6242934 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2020 წლის 06 ნოემბრის №5176247 ბრძანებით №01.10.07.003.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. სამსახურის 2022 წლის 23 მარტის №5818776 ბრძანებით ზემოაღნიშნულ №01.10.07.003.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 08 ივნისის №5963962 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 08 ივნისიდან 2023 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №6242934 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 08 ივნისის №5963962 ბრძანებაში და გაგრძელდა მშენებლობის ვადა 2024 წლის 13 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს სამსახურის 2022 წლის 23 მარტის №5818776, 2022 წლის 08 ივნისის №5963962 და 2022 წლის 13 დეკემბრის №6242934 ბრძანებების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებას. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882023085680; მომზადების თარიღი: 02/02/2023 წ.) №01.10.07.003.010 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ბალავარი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200269583). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: B23013626; მომზადების თარიღი: 02/02/2023 წ.) მიხედვით, შპს ბალავარის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ილია მაღრაძე. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი). "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს ილია მაღრაძის 2023 წლის 27 თებერვლის №AR1951684 განცხადება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 მარტის №5818776, 2022 წლის 08 ივნისის №5963962 და 2022 წლის 13 დეკემბრის №6242934 ბრძანებები. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 March 2023Decision6386497 - Granted
  3. 24 March 2023City answer
  4. 24 March 2023Files uploaded

Documents

Other files1

  • არსებული ფოტოები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal