OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი ზურგოვანი

AR1952292Construction permitOther use1 March 2023- Zurgovani
Sign in to follow

Decision

Decision number
6361007
Decision date
10 March 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ელისაბედ ბეჟაშვილი
Developer (company ID)
405524543

Parcel

Cadastral code
01.72.14.014.179
Owner
შპს "ელიტ ზურგოვანი დეველოპმენტი" (405524543)
Area
1,000 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1952292
Status
Approved
Registered
1 March 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 March 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 1 მარტის №AR1952292 განცხადებით მომართა ელისაბედ ბეჟაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელ ზურგოვანში მდებარე №01.72.14.014.179 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ორი ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ ბრძანებაში „ორი ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის“ ნაცვლად მითითებულია „ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლი“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 20 სექტემბრის №AR1917618 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.72.14.014.179 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ორი ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის საინფორმაციო დაფა (ბანერი) და შენობა-ნაგებობის განთავსების სქემა, საიდანაც დგინდება რომ განმცხადებელს სურდა ორი ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამასთან, №AR1917618 განცხადებაზე ობიექტის ფუნქციური დანიშნულების ველშიც მითითებულია ორი ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლი. სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად, საპროექტო ობიექტად ორი ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად დაფიქსირდა ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებაში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს ორი ინდივიდუალური ორ ბინიანი საცხოვრებელი სახლი. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №6137577 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 March 2023Decision6361007 - Granted
  3. 1 March 2023Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal