ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი საცხოვრებელი რაიონი , (ნაკვეთი 003/001) ; ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , მიმდებარე ტერიტორია , (ნაკვეთი 03/006)
Decision
- Decision number
- 6383127
- Decision date
- 24 March 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლაშა ფირფილაშვილი
- Developer (company ID)
- 400232645
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.285
- Owner
- შპს "ტიფლისი" (400232645)
- Area
- 1,781 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 22 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.285Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Special
- Sub-zone
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1954793
- Status
- Approved
- Registered
- 14 March 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 March 2023Decision6383127 - Granted
- 24 March 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 14 მარტს №AR1954793 განცხადებით მომართა ლაშა ფირფილაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებით №01.10.06.001.285 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 21 თებერვლის №6336265 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 თებერვლიდან 2025 წლის 21 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №6363651 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდა 406.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 967.1 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 112.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 2202.7 კვ.მ., საერთო ფართობად: 7415.9 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა №AR1951547 განცხადებაზე წარმოდგენილი ფაილის მიმაგრების ველით არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ +6.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ოფისი №1-ის საერთო ფართობი 37.4 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 36.4 კვ.მ-ს, ხოლო, +9.200 და +12.400 ნიშნულების გეგმებზე №5 და №15 ბინების საერთო ფართობი 60.3 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 60.2 კვ.მ. ამასთან, უთითებს, რომ მხოლოდ მითითებულ გეგმებზე გასწორდა ჯამური ფართობები რაც არ იწვევს ბრძანებაში დაფიქსირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორებას. სამსახურმა წარმოდგენილი +6.00, +9.200 და +12.400 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები შეადარა, შეთანხმებულ ამავე ნიშნულების არქიტექტურულ გეგმებს და დაადგინა, წარმოდგენილ +6.00 ნიშნულის გეგმაზე შესწორდა ოფისი №1-ის საერთო ფართობი. ხოლო, +9.200 და +12.400 ნიშნულებზე შესწორდა მხოლოდ №5 და №15 ბინების საერთო ფართობები. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლება არ იწვევს სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებაში დაფიქსირებული საოფისე, საცხოვრებელი და საერთო ფართობების გასწორებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +6.00, +9.200 და +12.400 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები (სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №6363651 ბრძანებით ჩანაცვლებული არქიტექტურული გეგმების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 თებერვლის №6312662 და სამსახურის 2023 წლის 13 მარტის №6363651 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 March 2023City answer
- 23 March 2023Files uploaded
- 22 March 2023City answer
- 22 March 2023Files uploaded
- 14 March 2023Files uploaded
Documents
Drawings and project files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal