ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31
Decision
- Decision number
- 6389493
- Decision date
- 28 March 2023
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მაზიაშვილი
- Developer (company ID)
- 430042937
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.036.152
- Owner
- თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
- Area
- 2,500 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.036.152Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1956239
- Status
- Not reviewed
- Registered
- 21 March 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 March 2023City answer
2023 წლის 21 მარტის №AR1956239 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 21 მარტს №AR1956239 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.036.152), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 27 დეკემბრიდან 2023 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6285915 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანებაში ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №6267347 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში, მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კერძოდ არასწორად იქნა მითითებული სართულების ნიშნულები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკით შეცვლილია, როგორც უკვე შესრულებული ეტაპების, ასევე შესასრულებელი (მე-7, მე-8 და მე-9) ეტაპები. ასევე, შეცვლილია შესასრულებელი ეტაპების რაოდენობა (მე-5 ეტაპი შეთანხმებულისგან განსხვავებით, მონიშნულია შესრულებულად, ხოლო, მე-9 ეტაპი გაყოფილია ორად). აქედან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, საჭიროა წარმოდგენილ იქნას მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის კალენდარული გრაფიკი, მხოლოდ მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპების ნიშნულების გასწორებით (დანარჩენი ეტაპების უცვლელად) და 2022 წლის 28 ნოემბრის №AR1935942 განცხადების შემოტანის დროისთვის დარჩენილი სამუშაოების მითითებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ერთმანეთის შესაბამისი მშენებლობის ორგანიზების პროექტი და მშენებლობის კალენდარული გრაფიკი მხოლოდ მე-5, მე-6 და მე-7 ეტაპების ნიშნულების გასწორებით (დანარჩენი ეტაპების უცვლელად) და 2022 წლის 28 ნოემბრის №AR1935942 განცხადების შემოტანის დროისთვის დარჩენილი სამუშაოების მითითებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2023 წლის 21 მარტის №AR1956239 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 March 2023Decision6389493 - Other
- 21 March 2023Files uploaded
Documents
Other files1
- საბოლოო.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal