ქალაქი თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი, N 23ა
Decision
- Decision number
- 6390278
- Decision date
- 29 March 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი გრიგოლია
- Developer (company ID)
- 427740288
Parcel
- Cadastral code
- 01.17.01.122.025
- Owner
- ი/მ "რობერტ ოვანესიან სასტუმრო კრონ პალას თბილისი" (316302434)
- Area
- 810 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.17.01.122.025Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1956832
- Status
- Approved
- Registered
- 23 March 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 March 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 23 მარტს №AR1956832 განცხადებით მომართა გიორგი გრიგოლიამ და ამავე სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მონაცემებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანებით, №01.17.01.122.025 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2022 წლის 27 ივნისის №6002036 ბრძანებით შეთანხმებული სასტუმროს არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 თებერვლიდან 2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 02 თებერვლის №6334924 ბრძანებაში, „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შპს „სთარ ბილდინგის“ (ს/ნ: 427740288) ნაცვლად დაფიქსირებულია ი/მ "რობერტ ოვანესიან სასტუმრო კრონ პალას თბილისი" (ს/ნ: 316302434). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (№882023011068, მომზადების თარიღი: 11/01/2023), №01.17.01.122.025 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სთარ ბილდინგი“ (ს/ნ: 427740288), აქედან გამომდინარე და ვინაიდან, სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანების გამოცემის დროისთვის მესაკუთრედ უკვე შპს „სთარ ბილდინგი“ (ს/ნ:427740288) ფიქსირდებოდა, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ უნდა დაფიქსირებულიყო შპს „სთარ ბილდინგი“ (ს/ნ: 427740288). თუმცა, ბრძანების “მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი-ს მესაკუთრეების ველში” ინფორმაცია აისახა ავტომატურად, განცხადების რეგისტრაციისას რუკაზე საპროექტო მიწის ნაკვეთის მონიშვნის დროს, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მესაკუთრის მონაცემები პროგრამამ ავტომატურად ასახა სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანებაში. ამასთან, დამკვეთის მონაცემებში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში შპს „სთარ ბილდინგი“ (ს/ნ: 427740288) სწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანებაში და ბრძანების „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ი/მ "რობერტ ოვანესიან სასტუმრო კრონ პალას თბილისი"-ს (ს/ნ: 316302434) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „სთარ ბილდინგი“ (ს/ნ: 427740288). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №6334924 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 March 2023Decision6390278 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal