OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 6ა

AR1957901Construction permitOther use30 March 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6395956
Decision date
31 March 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა სვანიძე
Developer (company ID)
405243482

Parcel

Cadastral code
01.10.06.001.283
Owner
შპს "იქსმშენი დიდ დიღომში" (405458133)
Area
9,083 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1957901
Status
Approved
Registered
30 March 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 31 March 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 30 მარტს №AR1957901 განცხადებით მომართა პაატა სვანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა №6ა-ში მდებარე №01.10.06.001.283 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2023 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით“ ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა „2023 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 27 აგვისტოს დეკემბრამდე.". შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 7 თებერვლის №AR1947953 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 42 თვეზე. სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 31 March 2023Decision6395956 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal