ქალაქი თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხი, N 9
Decision
- Decision number
- 6437117
- Decision date
- 28 April 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ ლოლაშვილი
- Developer (company ID)
- 405004196
Parcel
- Cadastral code
- 01.19.16.002.106
- Owner
- შპს ,,ემ სი ემ LTD MCM" (405004196)
- Area
- 704 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.16.002.106Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1959147
- Status
- Approved
- Registered
- 5 April 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 April 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6179387 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 05 აპრილს №AR1959147 განცხადებით მომართა ზურაბ ლოლაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6179387 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6179387 ბრძანებით, №01.19.16.002.106 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2022 წლის 17 ოქტომბრის №6165327 ბრძანებით შეთანხმებული სამშენებლო მასალების საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6179387 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882016353839, მომზადების თარიღი: 10/06/2016 წ.) თანახმად, №01.19.16.002.106 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ემ სი ემ LTD MCM“ (ს/ნ: 405004196). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22120545; მომზადების თარიღი: 27/09/2022 წ.) შპს „ემ სი ემ LTD MCM“-ის (ს/ნ: 405004196) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ვეფხია ციმაკურიძე (პ/ნ: 10002000795). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია ვეფხია ციმაკურიძის (პ/ნ: 10002000795) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 221411333, რეგისტრაციის თარიღი: 17.10.2022 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურში 2023 წლის 05 აპრილის №AR1959141 განცხადებაზე წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დგინდება, რომ სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6179387 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი და დასუფთავების მოსაკრებელი). “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ზურაბ ლოლაშვილის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6179387 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ზურაბ ლოლაშვილის 2023 წლის 05 აპრილის №AR1959147 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6179387 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 April 2023Decision6437117 - Granted
- 5 April 2023Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal