ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, დავარის ქუჩა, N 66
Decision
- Decision number
- 6443017
- Decision date
- 4 May 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ადალათ მამედოვი
- Developer (company ID)
- 405603324
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.037.308
- Owner
- შპს "დეველოპმენტ ვიზიონი" (405603324)
- Area
- 1,114 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 17 November 2026
Plots and zoning
- 01.72.14.037.308Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1960486
- Status
- Approved
- Registered
- 11 April 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 4 May 2023Decision6443017 - Granted
- 4 May 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5964314 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 აპრილს №AR1960486 განცხადებით მომართა ადალათ მამედოვმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5964314 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5936762 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.037.308 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5964314 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.037.308) გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 07 ივნისიდან 2025 წლის 07 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია სევდა ხალიფოვა. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2023 წლის 11 აპრილის №AR1960466 განცხადება მშენებლობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5964314 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - სევდა ხალიფოვას ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს დეველოპმენტ ვიზიონის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405603324) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882023406570; მომზადების თარიღი: 25/04/2023 წ.) №01.72.14.037.308 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს დეველოპმენტ ვიზიონი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405603324). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23030272; მომზადების თარიღი: 06/03/2023 წ.) შპს დეველოპმენტ ვიზიონის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ადალათ მამედოვი. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.72.14.037.308 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს დეველოპმენტ ვიზიონი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405603324), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს დეველოპმენტ ვიზიონი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405603324). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5964314 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს დეველოპმენტ ვიზიონი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405603324). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5964314 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 07 ივნისის №5964314 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 April 2023Files uploaded
Documents
Other files1
- 22.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal