ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 20
Decision
- Decision number
- 6425446
- Decision date
- 21 April 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნატა ჩიჩილიძე
- Developer (company ID)
- 400214825
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.035.828
- Owner
- შპს "დეველოპერული კომპანია ფართი +" (400214825)
- Area
- 3,601 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.035.828Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1960526
- Status
- Approved
- Registered
- 11 April 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 21 April 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 აპრილს №AR1960526 განცხადებით მომართა ნატო ჩიჩილიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებით №01.72.14.035.828 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 23 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, 2022 წლის 08 ივნისის №AR1903133 განცხადების განხილვის დროს (რომლითაც მოთხოვნილი იყო კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვის გაცემა), სამსახურის მიერ 2022 წლის 09 ნოემბრის №6199381 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის შემდგომ, მის მიერ შენობა-ნაგებობის ფასადების ველში ტექნიკური შეცდომის შედეგად ატვირთულ იქნა მხოლოდ „1-1“ ფასადი. შესაბამისად ითხოვს წარმოდგენილი ფასადების დამატებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 08 ივნისის №AR1903133 განცხადებით მოთხოვნილ იქნა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნული განცხადების განხილვის ეტაპზე, 2022 წლის 17 ოქტომბერს შენობა-ნაგებობის ფასადების ველში „1-1“ ფასადთან ერთად წარმოდგენილ იქნა „2-2“, „3-3“, „4-4“ ფასადები და ფასადის ფრაგმენტი. სამსახურის მიერ განხილულ იქნა აღნიშნული დოკუმენტაცია და სამსახურის 2022 წლის 09 ნოემბრის №6199381 გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ხარვეზი მხოლოდ „1-1“ ფასადთან მიმართებით. ამასთან, წარმოდგენილი „2-2“, „3-3“, „4-4“ ფასადები და ფასადების ფრაგმენტი სამსახურის მიერ მოწონებულ იქნა და მათი ცვლილება 2022 წლის 17 ოქტომბრის შემდეგ არ განხორციელებულა. ასევე, 2022 წლის 24 ნოემბერს განმცხადებლის მიერ შენობა-ნაგებობის ფასადების ველში ტექნიკური შეცდომის შედეგად ატვირთულ იქნა მხოლოდ შენობა-ნაგებობის „1-1“ ფასადი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებაზე, წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის „2-2“, „3-3“, „4-4“ ფასადები და ფასადის ფრაგმენტი იდენტურია 2022 წლის 17 ოქტომბერს (2022 წლის 08 ივნისის №AR1903133 განცხადებაზე) წარმოდგენილი „2-2“, „3-3“, „4-4“ ფასადების და ფასადის ფრაგმენტის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას დაემატოს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი „2-2“, „3-3“, „4-4“ ფასადები და ფასადის ფრაგმენტი. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261181 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 April 2023Decision6425446 - Granted
- 11 April 2023Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- ფასადები 11.04.2023.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal