ქალაქი თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახვევი, N 4
Decision
- Decision number
- 6421799
- Decision date
- 19 April 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ქეთევან ბაბაჯანაშვილი
- Organization
- 51733
- Developer (company ID)
- 401992368
Parcel
- Cadastral code
- 01.17.11.027.065
- Owner
- რამაზ ნერგაძე (P/N: *********77)
- Area
- 3,600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.11.027.065Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1960717
- Status
- Approved
- Registered
- 12 April 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 April 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 12 აპრილს №AR1960717 განცხადებით მომართა ქეთევან ბაბაჯანაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახვევი №4-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.11.027.065), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ა“ ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 28 მარტიდან 2024 წლის 04 თებერვლის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 05 აპრილის №6403626 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა „ა“ ბლოკის ღია ავტოსადგომების ფართობი 236.7 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდა 2023 წლის 29 მარტის №AR1957792 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, მისი განმარტებით აღნიშნულ ბრძანებაში გამორჩენილია „ბ“ ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომის ფართობის (518.6 კვ.მ.) ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2023 წლის 05 აპრილის №6403626 ბრძანებით ჩანაცვლებულ) გენ-გეგმაზე „ა“ ბლოკისთვის განკუთვნილი 18 ღია ავტოსადგომის ფართობთან (236.7 კვ.მ.) ერთად დატანილია „ბ“ ბლოკისთვის განკუთვნილი 37 ღია ავტოსადგომიც და „ბ“ ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების საერთო ფართობი შეადგენს 518.6 კვ.მ-ს. ამასთან, აღსანიშნავია რომ წინამდებარე განცხადებით ხდება მხოლოდ სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2023 წლის 05 აპრილის №6403626 ბრძანებით ჩანაცვლებულ) გენ-გეგმაზე დატანილი „ბ“ ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების ფართობის (518.6 კვ.მ.) ბრძანებაში ასახვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს „ბ“ ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების ფართობი 518.6 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 მარტის №6389610 და 2023 წლის 05 აპრილის №6403626 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 April 2023Decision6421799 - Granted
- 12 April 2023Files uploaded
Documents
Other files1
- gen gegma bolo.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal