ქალაქი თბილისი, ბეჟან კალანდაძის ქუჩა, N 7
Decision
- Decision number
- 6427124
- Decision date
- 24 April 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ გიორგობიანი
- Developer (company ID)
- 204391880
Parcel
- Cadastral code
- 01.18.01.002.053
- Owner
- შპს ნადიკვარი-96 (204391880)
- Area
- 1,214 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.18.01.002.053Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1960845
- Status
- Approved
- Registered
- 13 April 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 11 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 April 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 13 აპრილს №AR1960845 განცხადებით მომართა მიხეილ გიორგობიანმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 28 ოქტომბრის №5163204 ბრძანებით შეთანხმდა №01.18.01.002.053 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 05 მარტიდან 2024 წლის 05 მარტის ჩათვლით კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურში ასევე ფიქსირდება 2023 წლის 02 მარტის №AR1952642 განცხადება მშენებლობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 05 მარტიდან 2024 წლის 05 მარტის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 05 მარტიდან 2023 წლის 05 მარტის ჩათვლით.“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 09 თებერვლის №AR1802916 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 36 თვეზე და სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 05 მარტის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 05 მარტიდან 2024 წლის 05 მარტის ჩათვლით“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 05 მარტის №5313299 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 April 2023Decision6427124 - Granted
- 12 April 2023Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal