ქალაქი თბილისი, გიორგი დანელიას ქუჩა, N 12
Decision
- Decision number
- 6430602
- Decision date
- 25 April 2023
- Outcome
- Granted
- Construction period
- 11 April 2023 – 11 September 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი შარაშიძე
- Developer (company ID)
- 405498929
Parcel
- Cadastral code
- 01.14.06.006.163
- Owner
- შპს "ფილიგრინი" (405498929)
- Area
- 5,538 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.06.006.163Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Landscape-recreational
- Sub-zone
- lsz
- K1
- 0
- K2
- 0
- Landscape-recreational zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1962025
- Status
- Approved
- Registered
- 21 April 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 April 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 21 აპრილს №AR1962025 განცხადებით მომართა ირაკლი შარაშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებით №01.14.06.006.163 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 აპრილიდან 2024 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. ამავე ბრძანებით დამკვეთს დაევალა წინამდებარე ბრძანების გაცემიდან 61 (სამოცდაერთი) სამუშაო დღის ვადაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 08 დეკემბრის №22.1853.2017 განკარგულებისა და სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 31 აგვისტოს №61-01222431554 წერილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთან, განემარტა, რომ დადგენილ ვადაში პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრძანება ჩაითვლება ძალადაკარგულად მისი გაცემის დღიდან. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საერთო ფართობად 14614.2 კვ.მ-ის ნაცვლად 14733.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2105.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2224.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი ასევე, განმარტავს, რომ სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების, ჭრილების და ფასადების შტამპებზე „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა „საერთო საცხოვრებელი“. შესაბამისად ითხოვს წარმოდგენილი გეგმების, ჭრილების და ფასადების ჩანაცვლებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882023177875; მომზადების თარიღი: 09/03/2023 წ.) №01.14.06.006.163 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ფილიგრინი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405498929). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „ფილიგრინი“-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შორენა დარჩიაშვილი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2023 წლის 24 თებერვლის №230244355 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - ირაკლი შარაშიძის უფლებამოსილება. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 27 თებერვალს №AR1951611 განცხადებით მოთხოვნილ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია (მათ, შორის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №659 განკარგულება). ამასთან, ფუნქციური დანიშნულების ველში მითითებულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების, ჭრილების და ფასადების შტამპებზე „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს ნაცვლად „საერთო საცხოვრებელი“ არასწორად დაფიქსირდა. ამასთან, სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული საზაფხულო ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საზაფხულო ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ შტამპების შესწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 14733.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2224.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები, ასევე, ჭრილები და ფასადები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით, ჭრილებით და ფასადებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6412925 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 April 2023Decision6430602 - Granted
- 21 April 2023Files uploaded
- 21 April 2023Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal