ქალაქი თბილისი , სოფელი წავკისი
Decision
- Decision number
- 6443509
- Decision date
- 3 May 2023
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- შალვა მიქელაძე
- Developer (company ID)
- 400295970
Parcel
- Cadastral code
- 81.02.13.878
- Owner
- ალექსანდრე მათიაშვილი (P/N: *********65)
- Area
- 1,801 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 81.02.13.878Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Agricultural
- Sub-zone
- sofz
- K1
- 0
- K2
- 0
- Agricultural zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1963036
- Status
- Not reviewed
- Registered
- 26 April 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 May 2023City answer
2023 წლის 26 აპრილის №AR1963036 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 26 აპრილის №AR1963036 განცხადებით მომართა შალვა მიქელაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6417717 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6417717 ბრძანებით №81.02.13.878 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 აპრილიდან 2023 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6417717 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ბინების ფართობების მითითებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ფართობების დაზუსტებასა და წარმოდგენილი გეგმების ჩანაცვლებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ საცხოვრებელი ფართი მეტობით არის დაანგარიშებული და მასში ნაწილობრივ შეყვანილია კოლონები. საჭიროა, საცხოვრებელი ფართი დათვლილ იქნეს შიდა კონტურზე, კოლონების გარეშე. ამასთან, განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). აგრეთვე, საზაფხულო ფართის ნაწილში მოწყობილი, საქვაბისათვის გათვალისწინებული კარადის ფართობი ყველა ნიშნულზე იანგარიშება საზაფხულო ფართის ფართობში. ამასთან, 0.00 ნიშნულის გეგმაზე “3-4” ღერძებში მდებარე კიბის უჯრედის ნაწილში ხდება მცირედით გეგმარების ცვლილება (კედლის გადაადგილება). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოსადგენია შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ამასთან, საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის დაზუსტებასაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 წარმოადგინოს სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6417717 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 26 აპრილის №AR1963036 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 May 2023Decision6443509 - Other
- 26 April 2023Files uploaded
Documents
Other files1
- gegmebi_23.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal