OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა პურის მოედანი , N 1 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა პურის მოედანი , N 2

AR1963845Construction permitOther use1 May 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6448381
Decision date
5 May 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ავთანდილ ნაცვალაძე
Developer (company ID)
204560714

Parcel

Cadastral code
01.18.03.053.008
Owner
შპს ''ალიანს-ჯი'' (204560714)
Area
384 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1963845
Status
Approved
Registered
1 May 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 May 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 01 მაისს №AR1963845 განცხადებით მომართა ავთანდილ ნაცვალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებით მოწონებულ იქნა ქ. თბილისში, პურის მოედანი №1/პურის მოედანი №2-ში მდებარე შენობა-ნაგებობის (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების არქიტექტურული პროექტი და გაიცა უძრავ ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 10 თებერვლიდან 2023 წლის 10 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად იქნა მითითებული სამზარეულოს ფართობი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სამზარეულოს ფართობად 96.4 კვ.მ-ის ნაცვლად 54.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია გასწორებული „პროექტის შემადგენლობა და ტექნიკური მაჩვენებლები“-ს ფურცელი. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებით შეთანხმებულ -3.92 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს სამზარეულო, რომლის ფართობად როგორც გეგმაზე ასევე ექსპლიკაციაზე მითითებულია 54.7 კვ.მ. თუმცა, ამავე ბრძანებით შეთანხმებულ „პროექტის შემადგენლობა და ტექნიკური მაჩვენებლები“-ს ფურცელში (ძეგლის არქიტექტურული პროექტის პდფ ფაილის მე-2 ფურცელი) სამზარეულოს ფართობად 54.7 კვ.მ-ის ნაცვლად ტექნიკური შეცდომის შედეგად არასწორად 96.4 კვ.მ დაფიქსირდა. სამსახურმა ასევე, დაადგინა, რომ სამზარეულოს ფართობის გასწორება არ იწვევს საერთო ფართობის დაზუსტებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული „პროექტის შემადგენლობა და ტექნიკური მაჩვენებლები“-ს ფურცელი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი „პროექტის შემადგენლობა და ტექნიკური მაჩვენებლები“-ს ფურცლით (ძეგლის არქიტექტურული პროექტის პდფ ფაილის მე-2 ფურცელი). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №6323017 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 May 2023Decision6448381 - Granted
  3. 1 May 2023Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal