ქალაქი თბილისი, ნიკოლოზ ყიფშიძეს ქუჩა, N 2გ
Decision
- Decision number
- 6458585
- Decision date
- 15 May 2023
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ორდენიძე
- Developer (company ID)
- 205281461
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.002.101
- Owner
- ი.ბ.ა. "მზიანეთი" (205281461)
- Area
- 2,382 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.002.101Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1964024
- Status
- Rejected
- Registered
- 2 May 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 13 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 May 2023Decision6458585 - Refused
- 15 May 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 2 მაისს №AR1964024 განცხადებით მომართა ირაკლი ორდენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4005781 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4005781 ბრძანებით, სამსახურის 2011 წლის 5 სექტემბრის №01/2657 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 ივნისიდან 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, სამსახურის 2019 წლის 13 ივნისის №4525926 ბრძანება, მშენებლობის ვადის გასვლიდან გამომდინარე, წარმოადგენს ძალადაკარგულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სამსახურის 2019 წლის 12 დეკემბრის №4788682 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4005781 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციასთან დაკავშირებით და დამკვეთად ი.ბ.ა. "მზიანეთი“-ს (ს/ნ: 205281461) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ,,იქსორი’’ (ს/ნ: 405102829). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4005781 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის ინფორმაციასთან დაკავშირებით და ამჯერად შპს ,,იქსორი’’-ს (ს/ნ: 405102829) ნაცვლად ი.მ.ა "მზიანეთი"-ს (ს/ნ 205281461) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4005781 ბრძანება მშენებლობის ვადის გასვლიდან გამომდინარე წარმოადგენს ძალადაკარგულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სამსახური მოკლებული შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2018 წლის 8 ივნისის №4005781 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების შემთხვევაში (ბოლო სტადიაზე) დამკვეთად შესაძლებელია დაფიქსირდეს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 May 2023Files uploaded
Documents
Other files1
- დოკუმენტაცია.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal