OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , ქუჩა გრიგოლ ლორთქიფანიძე , N 3ა

AR1964220Construction permitOther use2 May 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6456206
Decision date
11 May 2023
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზაქარია სოზაშვილი
Developer (company ID)
405312594

Parcel

Cadastral code
01.19.34.002.138
Owner
შპს "ხიმინჯი 2012" (406082260)
Area
3,312 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1964220
Status
Not reviewed
Registered
2 May 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 May 2023City answer

    2023 წლის 02 მაისის №AR1964220 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 02 მაისს №AR1964220 განცხადებით მომართა ზაქარია სოზაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6411479 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6411479 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა №3ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.34.002.138), მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6422765 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 აპრილიდან 2024 წლის 20 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6411479 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 5624.97 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 5661.16 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 3204.45 კვ.მ-ის ნაცვლად 3231.49 კვ.მ., დამხმარე ფართობი 219.87 კვ.მ-ის ნაცვლად 198.01 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 4265.99 კვ.მ-ის ნაცვლად 4330.84 კვ.მ., საერთო ფართობი 24343.39 კვ.მ-ის ნაცვლად 24449.61 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6411479 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დატანილი საზაფხულო და დამხმარე ფართობების ჯამური მაჩვენებლები და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. გარდა ამისა, საოფისე და ავტოსადგომის ფართობებში შეყვანილია კოლონების, სავენტილაციო შახტების და შემომსაზღვრელი კედლების ფართობები. აღნიშნული ფართები დატანილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, სავენტილაციო შახტებისა, კოლონების და ბინის შემომზღუდავი კედლების გარეშე. სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საოფისე, საზაფხულო, დამხმარე, ავტოსადგომის და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №6411479 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე) მხოლოდ შესწორებული ფართობების დატანით (საჭიროა წარმოდგენილ იქნას მხოლოდ იმ ნიშნულის გეგმები, რომლებზეც ხდება ფართობების გასწორება). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 02 მაისის №AR1964220 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 May 2023Decision6456206 - Other
  3. 2 May 2023Files uploaded

Documents

Other files1

  • შესწორებული ტექ.ეკონომიკურები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal