OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, ქერჩის ქუჩა, N 26

AR1964680Construction permitOther use4 May 2023- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
6492036
Decision date
5 June 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნიკოლოზ კილასონია
Developer (company ID)
404501142

Parcel

Cadastral code
01.11.05.029.277
Owner
შპს ახალი თბილისი (404501142)
Area
2,418 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1964680
Status
Approved
Registered
4 May 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 June 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 4 მაისს №AR1964680 განცხადებით მომართა ნიკოლოზ კილასონიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებით, №01.11.05.029.277 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 13 თებერვლის №6324624 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 1262.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1268.9 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 12376.2 კვ.მ-ის ნაცვლად 12382.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ±0.000 ნიშნულის გეგმა და შეცვლილი საზაფხულო ფართობი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საზაფხულო და შესაბამისად, საერთო ფართობი, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აგრეთვე, ±0.000 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ამავე ნიშნულის გეგმაზე გამოტანილ ექსპლიკაციაზე საზაფხულო ფართობის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1268.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 12382.3 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებით შეთანხმებული ±0.000 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 20 იანვრის №6288349 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 June 2023Decision6492036 - Granted
  3. 2 June 2023City answer
  4. 1 June 2023Files uploaded
  5. 30 May 2023City answer
  6. 30 May 2023Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal