OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 43

AR1966305Construction permitOther use15 May 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6467399
Decision date
18 May 2023
Outcome
Refused
Construction period
9 February 2023 – 9 December 2023
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
405491999

Parcel

Cadastral code
01.72.14.038.460
Owner
თამაზი მამალაძე (P/N: *********70)
Area
1,201 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1966305
Status
Rejected
Registered
15 May 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 May 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 15 მაისს №AR1966305 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286484 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება სახანძრო რეზერვუარის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286484 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩა №43-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.038.460), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 09 თებერვლის №6321259 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 09 თებერვლიდან 2023 წლის 09 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, +0.00 ნიშნულის გეგმაზე გამორჩენილ იქნა სახანძრო რეზერვუარის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286484 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით სახანძრო რეზერვუარის მოწყობა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. სახანძრო რეზერვუარის დაფიქსირება საჭიროებს შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით სახანძრო რეზერვუარის მოწყობა გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286484 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციაში ამ კუთხით ხარვეზი არ ფიქსირდება და სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სახანძრო რეზერვუარის დაფიქსირება საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 May 2023Decision6467399 - Refused
  3. 15 May 2023Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • +0,00 ნიშNულის გეგმა შეთანხმებული იდენტური 15,05,2023.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal