ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა N7ბ, კორპუსი N1, კორპუსი N2, კორპუსი N3, კორპუსი N4.
Decision
- Decision number
- 6473602
- Decision date
- 24 May 2023
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამარ გორგასანიძე
- Developer (company ID)
- 243859749
Parcel
- Cadastral code
- 01.16.02.038.077
- Owner
- შპს "ლიტ ჯეო ინვესტი" (204531088)
- Area
- 12,288 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.02.038.077Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1966785
- Status
- Rejected
- Registered
- 17 May 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 May 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 17 მაისს №AR1966785 განცხადებით მომართა თამარ გორგასანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2016 წლის 18 ოქტომბრის №2894345 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 18 ოქტომბრის №2894345 ბრძანებით №01.16.02.038.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სექტორი 2, "ე-2" ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 20 ოქტომბრის №2899997 ბრძანებით საკადასტრო კოდთან, ხოლო სამსახურის 2016 წლის 02 დეკემბრის №2975769 ბრძანებით ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 18 ოქტომბრის №2894345 ბრძანებაში. სამსახურის 2016 წლის 09 ნოემბრის №2943680 ბრძანებით დადასტურდა №01.16.02.038.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 04 ნოემბრის №ბ-386207/07 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 21 ნოემბრის №ბ-412093/07 ბრძანებით ზემოაღნიშნული მშენებლობადამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2016 წლის 18 ოქტომბრის №2894345 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკურ შეცდომა. კერძოდ, სარდაფის ფართობი 187.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 85.2 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1373.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1475.4 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილ -3.00 ნიშნულის გეგმაზე შეცვლილია გეგმარება. კერძოდ, გაუქმებულია „D-C“ ღერძებში არსებული სარდაფის ფართები და შესაბამისად, გაზრდილია ავტოსადგომის ფართობი. აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. გეგმარების ცვლილება საჭიროებს რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვის მიღებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, -3.00 ნიშნულის გეგმაზე მოთხოვნილია გეგმარების ცვლილება და აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს, სამსახური მოკლებულია ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 May 2023Decision6473602 - Refused
- 17 May 2023Files uploaded
Documents
Other files1
- ე-2 ბლოკი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal