OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , "ქედის ბოლო", ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, შერმადინის ქუჩა, N 61ა, ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი, ხატაეთის ქუჩა N90, ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ხატაეთის ქუჩა, N 90ა

AR1968346Construction permitOther use25 May 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6486553
Decision date
1 June 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვასილი ცომაია
Developer (company ID)
405144561

Parcel

Cadastral code
01.72.14.056.162
Owner
შპს "ნიუ ფორსი" (405144561)
Area
2,986 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1968346
Status
Approved
Registered
25 May 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 June 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 25 მაისს №AR1968346 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის ფუნქციის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №5647320 ბრძანებით №01.72.14.056.162 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მაღაზიის განთავსების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2022 წლის 05 აპრილის №5881117 ბრძანებით ზემოაღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე შეთანხმდა მაღაზიის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანებით ზემოაღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 02 მაისიდან 2024 წლის 02 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო ობიექტის ფუნქციად მაღაზიის ნაცვლად მითითებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 18 აპრილის №AR1893710 განცხადებით მოთხოვნილ იქნა სამსახურის 2022 წლის 05 აპრილის №5881117 ბრძანებით შეთანხმებული მაღაზიის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და გაიცა მაღაზიის მშენებლობის ნებართვა. თუმცა ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტის ფუნქცია არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის“ ნაცვლად დაფიქსირდეს „მაღაზია“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 02 მაისის №5920531 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 1 June 2023Decision6486553 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal