OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , მიცკევიჩის ქუჩისა და კუტუზოვის ქუჩის კუთხე N 19

AR1968633Construction permitOther use27 May 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6505341
Decision date
12 June 2023
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
უჩა უჩავა
Developer (company ID)
404540378

Parcel

Cadastral code
01.10.14.029.044
Owner
შპს ბრეინ ფიტ (404540378 )
Area
404 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1968633
Status
Rejected
Registered
27 May 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
16 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 June 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული AR1968633 (27/05/2023წ.) განცხადება, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: N4181182 (02/10/2018 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. თბილისში, მიცკევიჩის ქუჩისა და კუტუზოვის ქუცის კუთხე N19-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ N01.10.14.029.044) „სპორტულ-გამაჯანსაღებლი ობიექტის - სპორტული დარბაზი/კომპლექსის“ განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებელი ითხოვს N4181182 (02/10/2018 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და საპროექტო ობიექტის ფუნქციად „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს დაფიქსირებას. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: დღევანდელი მდგომარეობით შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირითადი რეგლამენტები, რომლებიც უზრუნველყოფს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული ცვლილებების განხორციელება. გარდა ამისა, საპროექტო არეალზე გავრცელებული საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ “ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს. თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N01.10.17.042.010) ვერ აკმაყოფილებს საცოხვრეელი ზონა 6-ის (სზ-6) დადგენილ განაშენიანების რეგულირების მინიმალურ პარამეტრებს. დამატებით გაცნობებთ, რომ ამავე დადგენილების 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, სასტუმროს ან საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით ინდივიდუალური პარამეტრების დადგენა შესაძლებელია, თუ იგი შეესაბამება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და ამასთანავე ფართობისა და ზომების მიხედვით ნაკვეთი აკმაყოფილებს განაშენიანების რეგულირების წესებით შესაბამისი ზონისათვის დადგენილი მიწის ნაკვეთის პარამეტრების 3/4-ს მაინც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება N4181182 (02/10/2018 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და „სპორტულ-გამაჯანსაღებლი ობიექტის - სპორტული დარბაზი/კომპლექსის“ ნაცვლად დააფიქსიროს „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“.

    Show more
  2. 12 June 2023Decision6505341 - Refused
  3. 27 May 2023Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal