ქალაქი თბილისი, ზურა მირაქიშვილის ქუჩა, N 29
Decision
- Decision number
- 6507398
- Decision date
- 13 June 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან დევაძე
- Organization
- 32338
- Developer (company ID)
- 405148086
Parcel
- Cadastral code
- 01.11.10.004.092
- Owner
- შპს "აისი ჯგუფი" (405148086)
- Area
- 1,448 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.11.10.004.092Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1968726
- Status
- Approved
- Registered
- 29 May 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 June 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 29 მაისს №AR1968726 განცხადებით მომართა ლევან დევაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ზურა მირაქიშვილის ქუჩა №29-ში მდებარე №01.11.10.004.092 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 9 მარტიდან 2023 წლის 9 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 25 მაისის №6477503 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების 206.8 კვ.მ. ფართობი. აგრეთვე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 5102.26 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 149.28 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1081.65 კვ.მ., საერთო ფართობად - 8310.18 კვ.მ. და შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2023 წლის 12 მაისის №AR1965957 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია ისევ სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანებაში (სამსახურის 2023 წლის 25 მაისის №6477503 ბრძანების გათვალისწინებით), ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ განმცხადებელს ამჯერად სურს, +21.50 ნიშნულის გეგმაზე გამოტანილ შტამპზე №50 ბინის საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლის გასწორება, ხოლო +30.50 ნიშნულის გეგმაზე საზაფხულო ფართობებზე შესაბამისი მაჩვენებლების დაფიქსირება და შესაბამისად, აღნიშნული ნიშნულების გეგმების ჩანაცვლება, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ +21.50 ნიშნულის გეგმაზე გამოტანილ შტამპზე ხდება №50 ბინის საცხოვრებელი და საზაფხულო ფართობების ჯამური მაჩვენებლების გასწორება, ხოლო +30.50 ნიშნულის გეგმაზე საზაფხულო ფართობებზე შესაბამისი მაჩვენებლების დაფიქსირება. შესაბამისად, +21.50 და +30.50 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ამავე ნიშნულების გეგმებზე ფართობების დაზუსტება და ტექნიკური შეცდომების გასწორება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზები გასწორება არ იწვევს შეთანხმებული საპროექტო შენობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დაზუსტებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანებაში და ბრძანებით შეთანხმებული +21.50 და +30.50 ნიშნულების გეგმები (სამსახურის 2023 წლის 25 მაისის №6477503 ბრძანების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 9 მარტის №6357925 და 2023 წლის 25 მაისის №6477503 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 June 2023Decision6507398 - Granted
- 12 June 2023City answer
- 12 June 2023Files uploaded
- 7 June 2023City answer
- 7 June 2023Files uploaded
- 29 May 2023Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal