ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა, N 106
Decision
- Decision number
- 6501987
- Decision date
- 9 June 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- არჩილ რამიშვილი
- Developer (company ID)
- 202466848
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.028.043
- Owner
- ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ც. დადიანი 2012" (202466848)
- Area
- 757 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.12.028.043Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1968904
- Status
- Approved
- Registered
- 29 May 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 11 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 June 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 29 მაისს №AR1968904 განცხადებით მომართა არჩილ რამიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა №106-ში მდებარე №01.12.12.028.043 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (ბლოკი B) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 29 მაისიდან 2025 წლის 29 მაისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში, საპროექტო შენობის ფუნქციასთან ერთად, დაფიქსირდეს საპროექტო ბლოკიც, კერძოდ „ბლოკი B“. ამასთან, სურს ბრძანებაში დაემატოს გამორჩენილი ღია ავტოსადგომის - 144.0 კვ.მ. ფართობი, რომელიც შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე უნდა დაფიქსირებულიყო. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2023 წლის 16 მაისს, №AR1966053 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, სამსახურის 2023 წლის 10 მაისის №6454402 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (ბლოკი B) არქიტექტურული პროექტის ცვლილება (კორექტირება), რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის „B“ ბლოკის გეგმა-ნახაზები. ამასთან, ბრძანების სატიტულო ინფორმაციის ველში, ფუნქციური დანიშნულების სახეობის გრაფაში სწორად მიეთითა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა „ბლოკი B“. აქედან გამომდინარე, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში, საპროექტო შენობის ფუნქციასთან ერთად, შესაძლებელია დაფიქსირდეს საპროექტო ბლოკიც, კერძოდ „ბლოკი B“. ამასთან, სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი -1.20 ნიშნულის გეგმა და ღია ავტოსადგომის მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო ობიექტისთვის გათვალისწინებულია 12 ღია ავტოსადგომი, საერთო ფართობით 144.0 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 144.0 კვ.მ. ამასთან, -1.20 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს, ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩა №106-ში მდებარე №01.12.12.028.043 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (ბლოკი B) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 144.0 კვ.მ. 2. სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებით შეთანხმებული -1.20 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 მაისის №6479382 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 June 2023Decision6501987 - Granted
- 8 June 2023City answer
- 8 June 2023Files uploaded
- 8 June 2023Files uploaded
- 6 June 2023Files uploaded
- 29 May 2023Files uploaded
Documents
Consents and orders1
- ბრძანება #6454402.pdfOpen ↗
Other files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal