OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ვახუშტი ბაგრატიონის , ქუჩა N3

AR1970789Construction permitOther use7 June 2023- Didube
Sign in to follow

Decision

Decision number
6512811
Decision date
15 June 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
იოსებ ბარამაშვილი
Developer (company ID)
201943503

Parcel

Cadastral code
01.13.07.002.042
Owner
შპს "რივერს ტაუერსი" (201943503)
Area
1,807 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1970789
Status
Approved
Registered
7 June 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 June 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 07 ივნისს №AR1970789 განცხადებით მომართა იოსებ ბარამაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებით შეთანხმდა №01.13.07.002.042 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ოფისის არქიტექტურული პროექტი. ამასთან, სამსახურში ფიქსირდება 2023 წლის 20 აპრილის №AR1959667 განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ: ოფისისთვის განსაზღვრულ კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობად 202 კვ.მ-ის ნაცვლად 217 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებით შეთანხმებულ +3.50 ნიშნულის გეგმაზე მე-2 სართულის სიმაღლე შეადგენს 2.20 მეტრს (არასრული სართული), შესაბამისად აღნიშნული სართული არ იანგარიშება კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში. აღნიშნულის გათვალისწინებით ოფისისთვის განსაზღვრულ კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი შეადგენს 186.9 კვ.მ-ს. ქალაქ თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს №8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მე-18 მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განსაზღვრავს, თუ შენობა-ნაგებობის სრული სართულების და მანსარდის (1,6 მ-ის ზემოთ) ჯამური ფართის რა რაოდენობა არის დასაშვები შესაბამისი ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ მეტრზე, ამასთან, მანსარდის ფართი არ დაიანგარიშება ერთბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის ზონებში სზ-1 და სზ-2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის და ქალაქ თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს №8-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების „კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში)“ ველში დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: კ2=კორპუსი 7257.7/1807.0=4.0. კ2=ოფისი 186.9/1807=0.1, კ2 ჯამურად - 186.9+7257.7=7444.6/1807=4.1. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183282 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 15 June 2023Decision6512811 - Granted
  3. 7 June 2023Files uploaded

Documents

Other files1

  • შუალედური და კროკები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal